“ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” (ტარტუ, ესტონეთი) კლინიკურ სტაჟირებას გადიან.
2-8 სექტემბერს ესტონეთში სტაჟირებას ვეტერინარიის პროგრამის 10 სტუდენტი „ევროპის უნივერსიტეტის“ სრული დაფინანსებით გაივლის.
სტაჟირების პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის და მისი მიზანია სხვადასხვა ტრანსფერული და დარგობრივი უნარების განვითარება.