2 სექტემბერს ჩაქვში სამედიცინო განათლებისა და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის XXXII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია “კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები” გაიმართა.
სხდომის თავმჯდომარე “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორი, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილი იყო.
დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის სიმპოზიუმზე დარგის ექსპერტებმა, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევების თანამედროვე ასპექტები განიხილეს.
“ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორმა რამაზ ყურაშვილმა კონფერენციაზე მოხსენებები: “დიაბეტური ნეიროპათია-რვაფეხა ოთახში“ და “სიზმარი ცხოვრებაში და ხელოვნებაში” წარადგინა.
პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია “კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები” ყოველწლიურად, სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება და ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.