ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, “ევროპის უნივერსიტეტში” ჩარიცხული სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 2 სექტემბრის 15:00 საათიდან – 12 სექტემბრის 18:00 საათამდე იწარმოებს.
* რეგისტრაცია 15:00 საათიდან იწარმოებს მხოლოდ 2 სექტემბერს. 3 სექტემბრიდან რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან – 18:00 საათის ჩათვლით.
პირველკურსელებმა რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი; უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
დ) ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
შენიშვნა: 18 წლამდე აბიტურიენტს უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი და თან იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის უფლების მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა, ხოლო მინდობილი პირის შემთხვევაში – მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
გთხოვთ, საბუთების შემოტანის დროს თან იქონიოთ პროგრამის ღირებულების 1/10 ნაწილის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საბანკო რეკვიზიტები
საქართველოს ბანკი
GE87BG0000000347729500
საბანკო კოდი : BAGAGE22
თიბისი ბანკი
GE44TB7819636020100003
საბანკო კოდი : TBCBGE22
საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია სამუშაო დღეებში: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი.
მისამართი:
დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი), სტომატოლოგიის (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) და ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული აბიტურიენტებისათვის საბუთების მიღება იწარმოებს – “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის კამპუსში, სარაჯიშვილის გამზირი №17, პირველი სართული.
სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, არქეოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, ინფორმატიკის და ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული აბიტურიენტებისათვის საბუთების მიღება იწარმოებს – ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, გურამიშვილის გამზირი #76, პირველი სართული.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 32) 2 000 171 ან ელ.ფოსტაზე: info@eu.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!