სხვა სიახლეები

ჟან მონეს საზაფხულო აკადემია ოფიციალურად დაიწყო

janmone-1dge

2024 წლის 24 აგვისტოს, ევროპის უნივერსიტეტში, EnlargEU პროექტის ფარგლებში, ჟან მონეს საზაფხულო აკადემია ოფიციალურად გაიხსნა.

აკადემია მიზნად ისახავს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ცნობიერების გაზრდას.მასში მონაწილეების მრავალფეროვანი ჯგუფი მონაწილეობს, როგორც საქართველოდან ისე მის ფარგლებს გარედან.

ჟან მონეს აკადემია გახსნა ჟონ მონეს მოდულის აკადემიურმა კოორდინატორმა და “ევროპის უნივერსიტეტის” ასოცირებულმა პროფესორმა თათია დოლიძემ. მან მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, წარმოადგინა აკადემიის მიზნები და ხაზი გაუსვა მონაწილეთა მაღალ ინტერესს.

პირველ ლექციას თათია დოლიძე გაუძღვა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის გაფართოების თეორიული საფუძვლები განიხილა, ყურადღება გაამახვილა “შესაბამისობის ლოგიკის” და “შედეგების ლოგიკის” კონცეფციებზე. მან უკრაინის მაგალითზე განიხილა ფაქტორების რთული ურთიერთმოქმედება, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროკავშირის პოზიციაზე. ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეები სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და განიხილეს სხვადასხვა სცენარი ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.

შემდეგი გამომსვლელი, საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) ევროპის სწავლების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი იყო. მან წარმოადგინაა პრეზენტაცია ევროკავშირის გაფართოების ისტორიულ და პოლიტიკურ განზომილებებზე და ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ხაზი გაუსვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსასვლელად.

ჟან მონეს აკადემიის გახსნის დღეს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) უფროსი მკვლევარისა და ევროპის კოლეჯის პროფესორი, სტივენ ბლოკმანსის ლექციებიც ჩატარდა. ბლოკმანსმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომავალზე, განიხილა მიმდინარე დებატები ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობებისა და სურვილის შესახებ. მან შეაფასა ევროკავშირის წინაშე მდგარი გამოწვევები გაფართოების მართვის საკითხში, განსაკუთრებით ბოლო გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე.

მონაწილეები, რომლებიც მოიცავენ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, და განხილული თემებისადმი დიდი ინტერესი გამოხატეს.

ჟან მონეს საზაფხულო აკადემია, “EnlargEU” პროექტის ნაწილია, რომელიც გაგრძელდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში და აკადემიის გარდა, მოიცავს საჯარო დისკუსიებს, აკადემიურ პუბლიკაციებს და ლექციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *