სხვა სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტი“ სიმულაციური პაციენტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

simulaciuri-pacienti

“ევროპის უნივერსიტეტი” მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვან და ინგლისურენოვან პროგრამებზე სიმულაციური ცენტრისთვის პაციენტის როლის შემსრულებლის (სიმულაციური პაციენტი) პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით მოირგოს პაციენტის როლი და სიმულაციურ ცენტრში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში/პროცედურაში.

სიმულაციური პაციენტის პოზიცია ანაზღაურებადია და მოიცავს შემდეგ მოვალეობებს:

  • ითანამშრომლოს საგნის განმახორციელებლებთან, გამომცდელებთან და ადმინისტრაციასთან,
  • საგამოცდო პროცესში პაციენტის როლის სტატუსით
  • შეძლოს სხვადასხვა დაავადების სიმულირება წინასწარ გაწერილი ჩექ-ლისტის მიხედვით
  • მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში (მაგ: წნევის გაზომვა,პულსის გასინჯვა, ეკგ გადაღება, ფილტვების აუსკულტაცია მოსმენა და ა.შ)
  • საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს მისცეს კონსტრუქციული უკუკავშირი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 17/ლუბლიანას ქუჩა 35
გრაფიკი/დრო: არასრული განაკვეთი (საგამოდო განრიგიდან გამომდინარე)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება – ქართულენოვან პროგრამაზე
  • ინგლისური ენის B1 დონე (მეტყველება, წერა) – ინგლისურენოვან პროგრამაზე

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: simulationcenter@eu.edu.ge
განაცხადების ბოლო ვადა:  2024 წლის 24 აგვისტო.

მეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. დავუკავშირდებით იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *