“ევროპის უნივერსიტეტი” მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვან და ინგლისურენოვან პროგრამებზე სიმულაციური ცენტრისთვის პაციენტის როლის შემსრულებლის (სიმულაციური პაციენტი) პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით მოირგოს პაციენტის როლი და სიმულაციურ ცენტრში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში/პროცედურაში.
სიმულაციური პაციენტის პოზიცია ანაზღაურებადია და მოიცავს შემდეგ მოვალეობებს:
- ითანამშრომლოს საგნის განმახორციელებლებთან, გამომცდელებთან და ადმინისტრაციასთან,
- საგამოცდო პროცესში პაციენტის როლის სტატუსით
- შეძლოს სხვადასხვა დაავადების სიმულირება წინასწარ გაწერილი ჩექ-ლისტის მიხედვით
- მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში (მაგ: წნევის გაზომვა,პულსის გასინჯვა, ეკგ გადაღება, ფილტვების აუსკულტაცია მოსმენა და ა.შ)
- საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს მისცეს კონსტრუქციული უკუკავშირი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 17/ლუბლიანას ქუჩა 35
გრაფიკი/დრო: არასრული განაკვეთი (საგამოდო განრიგიდან გამომდინარე)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან უმაღლესი განათლება
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება – ქართულენოვან პროგრამაზე
- ინგლისური ენის B1 დონე (მეტყველება, წერა) – ინგლისურენოვან პროგრამაზე
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: simulationcenter@eu.edu.ge
განაცხადების ბოლო ვადა: 2024 წლის 24 აგვისტო.
მეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. დავუკავშირდებით იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.