სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

სამართლის პროგრამის კურსდამთავრებულმა მერი ბანცაძემ “ევროპის უნივერსიტეტის“ ბიბლიოთეკას მისი ავტორობით გამოცემული წიგნი გადასცა

meri-bancadze

“ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა მერი ბანცაძემ წიგნი სახელწოდებით „მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდაჭერის ინსტიტუტი ქართულ და ევროპულ კანონმდებლობაში და მათი შედარებით სამართლებრივი ანალიზი“ გამოსცა.

მერი ბანცაძემ წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი “ევროპის უნივერსიტეტის“ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ სამართლის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულს წიგნის გამოცემა მიულოცა და მასთან მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდაჭერის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მერი ბანცაძის ნაშრომში განხილულია აღნიშნული ინსტიტუტების ისტორიული წარმოშობა, განვითარება და მათი გამოყენების მექანიზმები. ავტორი მიმოიხილავს არა მარტო თეორიულ საკითხებს, არამედ, ქართული და უცხოური სასამართლოების პრაქტიკას და გადაწყვეტილებებს.

წიგნის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს კი შეუძლიათ ნაშრომს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაეცნონ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *