საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორი ველიკო ტარნოვოს წმინდა კირილესა და წმინდა მეთოდეს უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

tea-todua

10-14 ივნისს, “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი თეა თოდუა “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში ველიკო ტარნოვოს წმინდა კირილესა და წმინდა მეთოდეს უნივერსიტეტს (ბულგარეთი) ესტუმრა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თეა თოდუა შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები.

“ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორმა სტუდენტებისთვის არდუინოზე დაპროგრამებაზე ლექციები ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია აკადემიური პერსონალის უნარებისა და ცოდნის გაღრმავების, ინოვაციების ხელშეწყობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *