“ევროპის უნივერსიტეტის” ხელოვნების კლუბის ინიციატივით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ქალთა გაძლიერების კვირეული დასრულდა.
კვირეულის ფარგლებში ხატვის თერაპიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც მონაწილეებმა და ხელოვნების კლუბის წევრებმა დახატეს სხვადასხხვა თემატიკის ნახატები და ერთმანეთს საკუთარი ტექნიკები გაუზიარეს.
მასტერკლასის ბოლოს კი მონაწილეებს მცირე მეწარმე ალექსანდრა ეგოროვა შეხვდა. ალექსანდრა “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტია და მან სამეწარმეო საქმიანობის შესახებ სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.