“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის 22-26 ივლისს თურქეთის “ბეზმიალემ ვაკიფის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ ჰოსპიტალში კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით.
სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში კლინიკურ პრაქტიკას გაივლიან პირის ღრუსა და ყბა-სახის რადიოლოგიის, პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის, ენდოდონტიის, პაროდონტოლოგიის და აღდგენითი სტომატოლოგიის დეპარტამენტებში.
პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად და მიზნად ისახავს სტუდენტების ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწას.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:
- სტუდენტის 2023-24 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრება/GPA უნდა იყოს 2.5 ან მეტი.
- სწავლის საფეხური – სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები მე-2 დან მე-8 სემესტრის ჩათვლით.
სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე უნდა გამოაგზავნონ ელ ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 11 ივლისის 18:00 საათამდე.
გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 12 ივლისს, 12:00 საათზე.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 სტუდენტი.
შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 13 ივლისისა.
შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს აანაზღაურებს ევროპის უნივერსიტეტი.