„ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ორ ეტაპად, 15-26 ივლისს და 12-16 აგვისტოს, შეეძლებათ.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება.
კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (მის.: გურამიშვილის #76, პირველი სართული) უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება რეგისტრაციისას ადგილზე);
- რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ნაეკიდან გამოცდის ჩაბარების თაობაზე)*
- ორი ფოტო 3×4-ზე, CD დისკზე ჩაწერილი;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
შენიშვნა*: ჩარიცხვის შესახებ რექტორის სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პირი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის ან საგნის გამოცდის ვერ/არ ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკანტის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგები უქმდება და მას არ მიენიჭება მასწავლების პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი;
საუნივერსიტეტო გამოცდის ვადები I ეტაპზე (15-26 ივლისი) რეგისტრირებულთათვის:
- გამოცდა – 31 ივლისი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 აგვისტო;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 6-7 აგვისტო;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 8 აგვისტო.
საუნივერსიტეტო გამოცდის ვადები I ეტაპზე (12-16 აგვისტო) რეგისტრირებულთათვის:
- გამოცდა – 20 აგვისტო;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება – 23 აგვისტო;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 23-26 აგვისტო;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – 27 აგვისტო.
მისაღები გამოცდის ფორმად განსაზღვრულია არგუმენტირებული ესე. შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.
აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: გურამიშვილის გამზირი N76, ოთახი 103.
პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში: +995 322 000 171
მიმართულებები და ქვემიმართულებები:
- დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
- დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მათემატიკის მასწავლებელი
საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულება:
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მასწავლებელი საზოგადოებრივ მეცნიერებებში – ისტორიის მასწავლებელი
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მასწავლებელი საზოგადოებრივ მეცნიერებებში – სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მასწავლებელი საზოგადოებრივ მეცნიერებებში – გეოგრაფიის მასწავლებელი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება:
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მასწავლებელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ბიოლოგიის მასწავლებელი
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მასწავლებელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ფიზიკის მასწავლებელი
- საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მასწავლებელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ქიმიის მასწავლებელი
- დაწყებითი საფეხურის (I-VI) მასწავლებელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ბუნებისმეტყველების მასწავლებლი
უცხოური ენების მიმართულება:
- დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი უცხოურ ენაში – ინგლისური ენის მასწავლებელი
- დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი უცხოურ ენაში – რუსული ენის მასწავლებელი