4 ივლისს “გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის“ ორგანიზებით “ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ. თეორიულ ტრენინგებს
თამარ გოგნიაშვილი უძღვებოდა, რომლის დროსაც სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია მეფუტკრეობას და აკვაკულტურის შესახებ. თეორიულ ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: მეფუტკრეობის მნიშვნელობა, ამ სფეროს მდგომარეობა საქართველოში, დაავადება ვაროატოზი, თაფლის უვნებელი წარმოება.
აკვაკულტურის ტრენინგი მოიცავდა ზოგად ცნობებს სექტორზე, ამჟამინდელ სიტუაციას და გამოწვევებს საქართველოში, ბიოუსაფრთხოების წესებს, ინფექციურ დაავადებებსა და სურსათის უვნებლობას აკვაკულტურის პროდუქტებში.
ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი ჩატარდა გორის რაიონის შპს “ბიპმარის“ საკალმახე თევზსაშენ მეურნეობაში, სადაც სტუდენტებმა დაათვალიერეს თევზის წარმოების პროცესი და სპეციალური ხელსაწყოთი გაზომეს წყლის ხარისხის პარამეტრები.
სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები ფერმერისთვის და გასცნობოდნენ მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს მეთევზეობის სექტორში.
FAO და “ევროპის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობა გრძელდება.