“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი 15-19 ივლისს გერმანიის „აკონის უნივერსიტეტსა“ და ბერლინში მის პარტნიორ კლინიკებში სტაჟირების გავლის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის კონკურსს აცხადებს.
პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტის ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწას.
შენიშვნა: პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:
- სტუდენტის 2023-24 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრება (GPA) უნდა იყოს 2.5 ან მეტი
- სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე მე-4 სემესტრის სტუდენტები
სტუდენტებს, რომლებმაც გაიარეს სტაჟირება მიმდინარე წელს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში ან ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, არ აქვთ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის უფლება.
სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 7 ივლისის 18:00 საათამდე.
გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 8 ივლისს, 13:00 საათზე.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 5 სტუდენტი.
შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 9 ივლისისა.
შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს “ევროპის უნივერსიტეტი“ აანაზღაურებს.