სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

samartlis-konferenficia

17 ივნისს, “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში სამართლის პროგრამის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც მოხსენებები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე წარმოადგინეს.

სტუდენტების მიერ წარდგენილი თემები სპეციალურად შედგენილმა კომისიამ შეაფასა. კომისიის წევრები იყვნენ:

  • ეკა კაველიძე, “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
  • იოსებ კელენჯერიძე, “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტის დირექტორი;
  • ხატია ხერხეულიძე, “ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი.

კონფერენციაზე კომისიას პრეზენტაციის სახით ნაშრომები სამართლის პროგრამის შემდეგმა სტუდენტებმა წარუდგინეს:

  • ნიკოლოზ ტატარაშვილი, თემა –  “მიმოსვლის უფლება შეკრების უფლების ჭრილში”;
  • სალომე გელაშვილი, თემა –  “არასრულწლოვნის მოსმენის უფლება სამოქალაქო სამართლის პროცესში”;
  • ნიკოლოზ ჩიტიშვილი და ირაკლი გულბანი, თემა –  “საკუთრების უფლება”;
  • ანუკი კუჭაშვილი, თემა –  “პირადი ცხოვრების უფლება”;
  • იოსებ ბერიძე თემა – “დაკავება როგორც თავისუფლების შეზღუდვის სახე”.

კონფერენციის დასასრულს ყველა სტუდენტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *