20 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე პირველი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მოხსენებები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე წარადგინეს.
სტუდენტების მიერ წარდგენილი თემები სპეციალურად შედგენილმა კომისიამ შეაფასა, რომლის წევრებიც იყვნენ:
- მაია კერესელიძე, “ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
- ნინო მილაშვილი „ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი;
- რუსუდან ურიდია, „ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორი;
- კობა მიქაძე, „ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორი.
კონფერენციაზე კომისიას პრეზენტაციის სახით ნაშრომები შემდეგმა სტუდენტებმა წარუდგინეს:
ბექა კიკნაძე, ნატალია ირემაშვილი – თემა: „ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება“. თემის ხელმძღვანელი – პროფესორი მაია კერესელიძე;
ზურა კოპაძე – თემა: შვიდსაფეხურიანი საკონტაქტო გეგმა პაციენტის მეპატრონესთან ლეტალური გამოსავლის შესატყობინებლად“. თემის ხელმძღვანელი – პროფესორი ნინო მილაშვილი;
ოთარ გულაღაშვილი – თემა: „შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ჰორმონების ურთიერთგავლენა“. თემის ხელმძღვანელი – პროფესორი ნინო მილაშვილი;
ლუკა ქემერტელიძე – თემა: “სამკურნალო მცენარეები საქართველოში“. თემის ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი რუსუდან ურიდია.
კონფერენციის დასასრულს ყველა სტუდენტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.