“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროგრამების განვითარების მიმართულებით და სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა დოლიძე სიმულაციების მედიცინაში გამოყენების ევროპული საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრას – SESAM 2024 ესწრებიან.
შეხვედრა წელს ქალაქ პრაღაში 19-21 ივნისს მიმდინარეობს და მასში მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების და კლინიკების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
SESAM 2024 -ზე წარდგენილია 400-მდე მოხსენება და ვორქშოპი, რომლებიც ეხება სამედიცინო განათლებაში სიმულაციური სწავლების, გამოწვევებს, მიღწევებს და სამომავლო პერსპექტივებს.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ და გაეცნონ სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებულ უახლეს პროდუქტებს სიმულაციური სწავლებისთვის.