საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ბულგარელმა პროფესორმა “ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია/სემინარები ჩაატარა

bulgareli-profesori

10-15 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტს“ ბულგარეთის „სოფიას მედიცინის უნივერსიტეტის“ და “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორი დრაგომირა ნიკოლოვა ეწვია.

მოწვეულმა პროფესორმა სპეციალურად მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის გენეტიკის მიმართულებით ლექცია/სემინარები ჩაატარა.

ბულგარელი პროფესორის ხელმძღვანელობით სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ გენეტიკის სხვადასხვა თემის განხილვაში და მონაწილეობა მიეღოთ საინტერესო დისკუსიებში, რომლითაც გაიღრმავეს ცოდნა გენეტიკაში და მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება.

“ევროპის უნივერსიტეტი” საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, “სოფიას მედიცინის უნივერსიტეტთან” თანამშრომლობას აგრძელებს და მსგავსი ვიზიტები მომავალშიც განხორციელდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *