2024 წლის 22 აპრილი – 15 მაისის პერიოდში ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების მიერ დაგეგმილი “აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის კვირეულის” ფარგლებში სტუდენტებისთვის გამოცხადდა პოსტერების კონკურსი თემაზე “პლაგიატის პრევენცია“.
კონკურსში ევროპის უნივერსიტეტის 24-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ჟიურიმ სამი საპრიზო ადგილის მფლობელი შეარჩია: მარიმ ადელ სოლეიმან მოჰამედ – პირველი ადგილი, დევიანი რაჯეშ ჯადჰა – მეორე ადგილი და კრისტელ მელეს კუმვენდა – მესამე ადგილი.
საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს სპეციალური საჩუქრები, ყველა დანარჩენ მონაწილეს კი სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.