2024 წლიდან „ევროპის უნივერსიტეტი“ STEPS-თან პარტნიორობით მხარს უჭერს ევროპის განათლების ფონდს ETF ნოვატორ განმანათლებელთა საზოგადოების განსავითარებლად.
ETF ნოვატორ განმანათლებელთა საზოგადოება დაფინანსებულია ევროპის განათლების ფონდის (ETF) მიერ და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სწავლა-სწავლების ინოვაციური პრაქტიკების პოპულარიზაციას, განხილვასა და დანერგვას მასწავლებლებს, ტრენერებსა და განათლების სხვა პროფესიონალებს შორის.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან საზოგადოების წევრებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი სასწავლო კლუბები.
ETF STEAM კლუბის წარმატებული პირველი შეხვედრის შემდეგ, გვსურს მოგიწვიოთ კლუბის მეორე ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 2024 წლის 30 მაისს, 14:00 საათზე (CET).
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ Zoom-ის ბმულს ელფოსტაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის კლუბის შესახებ, გთხოვთ, გაეცნოთ „ინოვაციური STEAM განათლების“ კლუბის გვერდს ETF New Learning Club-ს ღია სივრცის გვერდზე.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით: etf.educators@eu.edu.ge; etf.educators-community@stepseurope.it და Community LinkedIN