საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ახალი უნივერსიტეტის“ პროფესორმა “ევროპის უნივერსიტეტში” ლექცია “ადამიანის ღირსება და ცხოვრების უფლება“ ჩაატარა

estonelis-viziti

21 მაისს „ახალი უნივერსიტეტის“ (სლოვენია) პროფესორი “ევროპის უნივერსიტეტში” ლექციას „ადამიანის ღირსება და ცხოვრების უფლება“ გაუძღვა.

“ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში სლოვენიელი პროფესორი ჯერნეი ლეტნარ ჩერნიჩი ევროპის უნივერსიტეტს ეწვია და სამართლის პროგრამის სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის ლექციას „ადამიანის ღირსება და ცხოვრების უფლება“ გაუძღვა.

ღონისძიებაზე, რომელსაც სტუდენტებიც და პროფესორებიც ესწრებოდნენ, ხაზი გაესვა იმ ფუნდამენტურ პრინციპებსა და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლებიც იცავს ადამიანის ღირსებასა და სიცოცხლის უფლებას სხვადასხვა იურისდიქციაში.

საერთაშორისო უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობა “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში, ხაზს უსვამს, აკადემიურ გაცვლასა და ადამიანის უფლებათა განათლების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *