შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს დახურულ კონკურსს შპს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისთვის მეცნიერ თანამშრომლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:
მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით;
- ჰქონდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- იყოს უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი.
უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით;
- ჰქონდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- იყოს უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი.
მეცნიერ თანამშრომელის თანამდებობის დასაკავებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით;
- იყოს უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით).
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) კვლევითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.
კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
- კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა – შეფასება.
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
კონკურსის ვადები:
- კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 17 მაისიდან;
- თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 17 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 28 მაისისა;
- კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 31 მაისისა;
- კონკურსის შედეგები გაცნობა არაუგვიანეს 2024 წლის 3 ივნისისა;
- კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 4 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში ელექტრონულად info@eu.edu.ge -ზე, 2024 წლის 17 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით.
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს შპს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური ელექტრონულად, მისამართზე info@eu.edu.ge
დავით გურამიშვილის გამზ. N76.
ტელ: 032 2 000 171