21 აპრილს ბათუმში ქალთა ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
“ევროპის უნივერსიტეტის” გოგონათა გუნდი 2023 წლის ბათუმის ვიცე ჩემპიონს “ბათუმს“ დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.
16 აპრილს, ჩემპიონატის ნახევარფინალის პირველ მატჩში, რომელიც მცხეთის სპორტის სასახლეში გაიმართა, EU გოგონათა ფრენბურთის გუნდმა 3:1 გაიმარჯვა. ბათუმის ფრენბურთის სასახლეში მოპოვებული გამარჯვებით კი ფინალში გავიდა.
EU გოგონათა ფრენბურთის გუნდი ფინალურ შეხვედრას მოქმედ ჩემპიონ “თბილისთან” თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.