ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად მომზადებული საპროექტო განაცხადი „InnovaVet: ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)„ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა და გაძლიერება. ამ გზით, შრომის ბაზრისთვის ახალი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის მომზადება და შეთავაზება, რაც განაპირობებს სახელმწიფოში ვეტერინარიის დარგის განვითარების ხელშეწყობას.