“ევროპის უნივერსიტეტსა” და იურიდიულ კომპანია “ნომოსს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ და კომპანია “ნომოსის” დამფუძნებელმა და დირექტორმა ლიკა ცინცაბაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, სამართლის საბაკალავრო და კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის დამსაქმებელთან შეხვედრა გაიმართა.
ლიკა ცინცაბაძემ სტუდენტებს კომპანიის საქმიანობასთან ერთად, ბიზნეს და საკორპორაციო სამართლის შესახებ ესაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა კომპანიის დირექტორთან მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს და დამსაქმებელთან ერთად პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
“ნომოსი” არის კომპანია, რომელიც კლიენტებს ბიზნეს საჭიროებებისთვის მაღალი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს და პროფესიონალ გუნდთან ერთად მათი პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებზე მუშაობს.