საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის შეხვედრა თემაზე “აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენცია” გაიმართა

IMG_6569_2

2024 წლის 22 მარტს, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: “აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენცია” გაიმართა.

სტუდენტებს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი გვანცა ჯიჩოშვილი შეხვდა.

შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, უნივერსიტეტში არსებულ “პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურების და მექანიზმების წესს“ და უნივერსიტეტში მოქმედ სტუდენტთა კვლევის და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსების წესს.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა შეასრულეს ონლაინ ქვიზი “რა ვიცი პლაგიატის შესახებ?”, სადაც შესაბამისი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *