პირველად საქართველოს ისტორიაში 8-9 და 10 მარტს ბაკურიანში თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრებაში “EU” ფრენბურთის გოგონათა გუნდმა მესამე ადგილი მოიპოვა.
ჩემპიონატი ევროპის 8 გუნდს შორის ჩატარდა, გამარჯვებული კი თურქეთის ნაკრები გახდა.
“EU” ფრენბურთის გოგონათა გუნდი ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვეს.
ევროპის ჩემპიონატი ამჯერად ქვიშის ფრენბურთში, პირველად საქართველოში აგვისტოს ბოლოს გაიმართება.