ინდოეთის ელჩი სომხეთსა და საქართველოში ნილაკში საჰა სინჰა “ევროპის უნივერსიტეტს” ეწვია.
ინდოეთის ელჩმა და “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები განიხილეს და მატერიალურ-ტექნიკური ბაზები დაათვალიერეს.
ელჩი ნილაკში საჰა სინჰა “ევროპის უნივერსიტეტის” ინდოელ სტუდენტებს შეხვდა და მათთან საქართველოში არსებულ განათლების ხარისხზე და ცხოვრების პირობებზე ისაუბრა.
ინდოეთის ელჩმა “ევროპის უნივერსიტეტს” მადლობა გადაუხადა სტუდენტების მხარდაჭერისთვის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების გაზიარებისთვის.
ამასთან, ელჩმა სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შემოდგომაზე საქართველოში ინდოეთის საელჩო გაიხსნება.