“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 20 ქართველი სტუდენტი ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში გაემგზავრა.
ისინი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით “სიმულაციური მედიცინა და სცენარზე დაფუძნებული სწავლება გადაუდებელი მდგომარეობისას“ – სტაჟირებას გაივლიან.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან:
- გადაუდებელი მდგომარეობების მართვას ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პირობების დროს;
- სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას გადაუდებელი მდგომარეობის მართვის დროს;
- სცენარზე დაფუძნებული სიმულაციური ამოცანებით გადაუდებელი მდგომარეობების მართვას.