სხვა სიახლეები

შიდა რეგისტრაციის პროცედურები „ევროპის უნივერსიტეტში“ მობილობით გადმოსვლის მსურველთათვის

shida-registratsiis-protsedurebi-evropis-universitetshi-mobilobit-gadmosvlis

2023/24 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გარე მობილობის პორტალზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. „ევროპის უნივერსიტეტში“ სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან მობილობით გადმოსვლის მსურველებმა განცხადებაზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ უნივერსიტეტში დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ 12 თებერვლიდან – 17  თებერვლის  ჩათვლით.

მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
• მობილობაზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ რეგისტრაცია უნივერსიტეტში: 12-17 თებერვალი
• სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 12 – 17 თებერვალი
• სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება – 12 – 17 თებერვალი

დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა შპს ,,ევროპის უნივერსიტეტს“ უნდა მიმართოს განცხადებით და წარმოადგინოს პირადი საქმის ასლები უნივერსიტეტში (მისამართზე დავით სარაჯიშვილის გამზ. №17  მე-4 სართული, ოთახი № 410, ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით  10:00 – 18:00 სთ (შესვენება – 14:00 – 15:00 საათი), ხოლო შაბათს 10:00 – 17:30 სთ (შესვენება – 14:00 – 15:00 საათი) .

სტომატოლოგიის და ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა შპს ,,ევროპის უნივერსიტეტს“ უნდა მიმართოს  განცხადებით   და  წარმოადგინონ  პირადი  საქმის ასლები უნივერსიტეტში (მისამართზე დავით სარაჯიშვილის გამზ. №17  მე-4 სართული, ოთახი № 409, ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით  10:00 – 18:00 სთ (შესვენება – 14:00 – 15:00 საათი), ხოლო შაბათს 10:00 – 17:30 სთ (შესვენება – 14:00 – 15:00 საათი) .

ბიზნესის ადმინიტრირების, ინფორმატიკის, საერთაშორისო ურთიერთობების,  სამართლის, ტურიზმის, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო, მენეჯმენტის სამაგისტრო  და ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტმა  შპს ,, ევროპის უნივერსიტეტს“ უნდა მიმართონ განცხადებით და წარმოდგინონ პირადი საქმის ასლები უნივერსიტეტში (მისამართზე დავით გურამიშვილის  №76  პირველი სართული, ოთახი № 103, ორშაბათიდან -შაბათის  ჩათვლით 10:00 – 18:00სთ (შესვენება – 14:00 – 15:00 საათი).

სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის დადასტურება მოხდება უნივერსიტეტის წარმომადგენელთან კონსულტაციის  შემდგომ.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
საბაკალავრო,  ერთსაფეხურიან, ინტეგრირებულ და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატის, ერთსაფეხურიანი და ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში) / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან   მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
ზ)უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო) გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
თ) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების ასლი;

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ ან ჩარიცხულ სტუდენტს, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია.  “ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად.  აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.

ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);
ბ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან  ნოტარიალურად დამოწმებული ასლი / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);
გ) „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);
დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.

მობილობასთან დაკავშირებით  კონსულტაციის მისაღებად,  შეგიძლიათ  დაგვიკავშირდეთ ტელ: 2000171 ან  მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: Info@eu.edu.ge.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *