16-17 თებერვალს, აბიტურიენტებს გიწვევთ ღია კარის დღეზე. თქვენ პირადად “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი, ნინო ტალიაშვილი გიმასპინძლებთ.
16 თებერვალს, 17:00 საათზე დაინტერესებული აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების და სავეტერინარო ფაკულტეტების შემდეგ პროგრამებზე:
-
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
-
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
-
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
-
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა
-
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
-
არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
-
ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
17 თებერვალს, 15:00 საათზე დაინტერესებული აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების შემდეგ პროგრამებზე:
-
დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამა
-
დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა
-
სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამა
-
სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა
-
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაათვალიერონ ევროპის უნივერსიტეტი და გაესაუბრონ მათთვის საინტერესო პროგრამის წარმომადგენლებს.
ღია კარის დღეზე დასასწრებად მიჰყევით სარეგისტრაციო ბმულს: https://bit.ly/3w4APF3
შეხვედრის ადგილი: 16 თებერვალი – გურამიშვილის 76
17 თებერვალი – სარაჯიშვილის გამზირი 17