17 იანვარს “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ საჯარო ლექცია გამართა.
ლექციის ფარგლებში ნათია ფანჯიკიძემ ისაუბრა თემაზე: “შემოქმედებითობა – ადამიანის ცნობიერების უმაღლესი ფუნქცია და არტთერაპია”.
ნათია ფანჯიკიძემ სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
ლექციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა.