სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ვეტერინარიის დარგში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობისთვის აბსტრაქტების მიღება გრძელდება

veterinariis dargis saertashoriso samecniero

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის ()“ მონაწილეობის მისაღებად აბსტრაქტების მიღება 29 თებერვლის ჩათვლით გრძელდება.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ვეტერინარიის მიმართულებით სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის განვითარებას საქართველოში.

კონფერენცია ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის წარმოჩენას ფართო აუდიტორიის წინაშე, მათ გაერთიანებას საკუთარი გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაცვლისა და გაზიარებისათვის.

კონფერენციის თემები:

  • წვრილფეხა ცხოველების მედიცინა
  • მსხვილფეხა ცხოველის მედიცინა
  • ვეტერინარული საზოგადოებრივი ჯანდაცვა და საკვების ჰიგიენა„
  • ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენა და უსაფრთხოება
  • კლინიკური პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია
  • ინფექციური დაავადებები, ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  • არაგადამდები დაავადებები (დიაგნოსტიკა, თერაპია, პროფილაქტიკა)
  • მეცხოველეობის მეცნიერებები (ცხოველთა კვება, ცხოველთა ჰიგიენა და კეთილდღეობა, გენეტიკა – მომშენებლობა)
  • ვეტერინარული განათლება, სწავლა-სწავლება

კონფერენცია გაიმართება 26 აპრილს ჰიბრიდულ ფორმატში.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

მნიშვნელოვანი ვადები
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა: წლის თებერვალი
აბსტრაქტების შეფასების გაზიარების ვადა: წლის მარტი
კონფერენციის ჩატარების თარიღი: წლის აპრილი
სრული სტატიების მიღების ბოლო ვადა: წლის მაისი

კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტაზე: @..

კონფერენციაზე მსმენელად დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/11EctmRuMR772iQ5A

ყველა მომხსენებელი და მსმენელი დაჯილდოვდება შესაბამისი სერტიფიკატით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3MKSpDP

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *