სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

სისხლის სამართლის ადვოკატი ნიკა სადრაძე “ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექციას გამართავს

21 დეკემბერს, 17:00 საათზე სისხლის სამართლის ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის პროფესიული უფლებების კომიტეტის წევრი ნიკა სადრაძე “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას ჩაატარებს.

ლექციის თემა იქნება “პროფესია ადვოკატი”, რომლის განმავლობაშიც ნიკა სადრაძე ისაუბრებს როგორც ადვოკატის პროფესიისთვის დამახასიათებელ გამოწვევებზე, აზარტზე, დაცვის ხელოვნებაზე და გამამართლებელი განაჩენისთვის ბრძოლის სტრატეგიებზე, ასევე გახმაურებულ საქმეებზეც.

საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებს.

დრო: 21 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: გურამიშვილის გამზირი 76, “ევროპის უნივერსიტეტი”, ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *