17 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტის” ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, სახელმძღვანელო წიგნის – “დიაბეტის განმარტებითი ლექსიკონი” პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის ავტორი “ევროპის უნივერსიტეტის” ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ყურაშვილია.
წიგნი დაეხმარება ენდოკრინოლოგიის დარგში მომუშავე სპეციალისტებს, ოჯახის ექიმებს და იძლევა შესაძლებლობას, სპეციალისტები გაეცნონ ისეთ მიმდინარეობას, რომელიც ამ დარგში ინოვაციურია.
პრეზენტაციას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.