16 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტის” ორგანიზებით, მე-12 კლასელებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში ოლიმპიადა “განათლება ქმნის მომავალს” გაიმართა.
ოლიმპიადა “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორის ნინო ტალიაშვილის სიტყვით გაიხსნა. ის მიესალმა მონაწილეებს და წარმატებები უსურვა.
ოლიმპიადა ერთდროულად ორ ლოკაციაზე: თბილისში, “ევროპის უნივერსიტეტში” და ქუთაისში, ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა.
ოლიმპიადაში მონაწილეობა 250-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო. მონაწილეებმა მოცემული ოთხიდან თემიდან ერთი სასურველი ამოარჩიეს და ესე ამ თემაზე შეასრულეს.
ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებში განათლების როლის პოპულარიზება და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.
ოლიმპიადის დაჯილდოების ცერემონიალი 24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს გაიმართება, საუკეთესო სამი ესეს ავტორს “ევროპის უნივერსიტეტი” გრანდიოზული პრიზებით დააჯილდოებს.