14 დეკემბერს 17:00 საათზე, კიბერინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ეროვნული ჯგუფის უფროსი გიორგი პირველი “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას თემაზე: “კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია” გამართავს.
საჯარო ლექციაზე განხილული იქნება ევროკავშირის სტანდარტით გათვალისწინებული კიბერუსაფრთხოების როლები, მათი ძირითადი ფუნქციები, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების მოთხოვნის სტატისტიკა, ანაზღაურება და სამომავლო მაჩვენებლები მსოფლიოს მასშტაბით.
საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
დრო: 14 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: გურამიშვილის 76, “ევროპის უნივერსიტეტი”, ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზი