მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“მწვანე სკოლის” მოსწავლეებს მასტერკლასი თემაზე – “ადამიანის ძირითადი ორგანოები” ჩაუტარდათ

6 დეკემბერს, “ევროპის უნივერსიტეტში”, “მწვანე სკოლის” დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მასტერკლასი თემაზე – “ადამიანის აგებულება და ძირითადი ორგანოები” ჩაუტარდათ.

მასტერკლასს “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ანა ლოლიშვილი უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის კორპუსში წარმოდგენილი მულაჟებისა და ანატომაჟის მეშვეობით, მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის ანატომიური აგებულების და ისეთი ორგანოების მუშაობის და ფუნქციონირების შესახებ, როგორებიცაა გული, ფილტვები, კუჭი, თვალი, ტვინი და ა.შ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *