13 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასულიერო აკადემიის წარმომადგენელი, თეოლოგი ნუგზარ სამხარაძე ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას თემაზე: “ქრისტიანული ხელოვნება ტურიზმში და წმინდა გიორგის იკონოგრაფია” გამართავს.
საჯარო ლექცია გაიმართება ქრისტიანული კულტურით და საეკლესიო ხელოვნებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის.
ლექციის ფარგლებში ნუგზარ სამხარაძე ისაუბრებს ქრისტიანულ ხელოვნებაში არსებულ სიმბოლიზმსა და წმინდა გიორგის გამოსახულების იკონოგრაფიის შესახებ.
საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
დრო: 13 დეკემბერი 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: გურამიშვილის გამზირი 76, “ევროპის უნივერსიტეტი”