2023 წლის 2 და 3 დეკემბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” გოგონათა ფრენბურთის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის II და III ტურში მონაწილეობდა, სადაც სამტრედიის “ჯიკოს” და ბოლნისის “ბოლნისს” დაუპირისპირდა და ორივე ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაასრულა.
სამტრედიის “ჯიკოსთან” თამაში 2 დეკემბერს გაიმართა და EU ფრენბურთის გოგონათა გუნდმა საბოლოო ანგარიშით 3:0 მოიგო.
3 დეკემბერს გაიმართა მნიშვნელოვანი და დაძაბული თამაში ბოლნისის “ბოლნისთან”. “ბოლნისი” EU ფრენბურთის გოგონებისთვის მნიშვნელოვანი და ძლიერი მეტოქეს წარმოადგენდა, თუმცა მათთანაც გადამწყვეტი გამარჯვება, ასევე 3:0 ანგარიშით მოიპოვა.