„ევროპის უნივერსიტეტი“ აგრძელებს სტუდენტებისთვის USMLE step 1-სთვის მოსამზადებელ კურსებს.
USMLE-ის კურსები დაიწყება 2024 წლის 10 იანვრიდან.
მოდულის ფარგლებში სტუდენტები USMLE step 1-ში შემავალ ყველა საგანს გაივლიან.
- ერთ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობაა 5-6
- თითოეული შეხვედრა გაგრძელდება 2 საათი
- შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ
კონკრეტულ მოდულზე დასარეგისტრირებლად სტუდენტებმა უნდა გადაიხადონ მოდულის საფასური 2023 წლის 20 დეკემბრამდე.
გთხოვთ, იხილოთ USMLE-ის მოდულების სრული სია:
ზოგადი საგნები:
- ზოგადი პათოლოგია: 14 შეხვედრა
- იმუნოლოგია:16 შეხვედრა
- მიკრობიოლოგია: 26 შეხვედრა
- ბიოქიმია: 26 შეხვედრა
- ზოგადი ფარმაკოლოგია:18 შეხვედრა
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა: 18 შეხვედრა
სისტემები:
- ენდოკრინული სისტემა: 14 შეხვედრა
- რეპროდუქციული სისტემა: 18 შეხვედრა
- საჭმლის მომნელებელი სისტემა: 18 შეხვედრა
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა: 20 შეხვედრა
- შარდ-გამომყოფი სისტემა: 18 შეხვედრა
- სასუნთქი სისტემა: 18 შეხვედრა
- ნევროლოგია: 22 შეხვედრა
- ფსიქიატრია: 18 შეხვედრა
- ძვალ-კუნთოვანი სისტემა: 18 შეხვედრა
- ჰემატოლოგია და ონკოლოგია: 18 შეხვედრა
თუ თქვენ გეგმავთ USMLE მოდულის გავლას, აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულზე.