30 ნოემბერს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი დავით სერგეენკო “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
საჯარო ლექციის ფარგლებში დავით სერგეენკომ ისაუბრება თემაზე: “პროფესია – ექიმი; რას ნიშნავს იყო პროფესიონალი?!”.
შეხვედრაზე დავით სერგეენკომ სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გააცნო ის აუცილებელი კომპონენტები, რაც საჭიროა სამედიცინო სფეროში წარმატებული კარიერისთვის.
ლექცია კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა, სადაც სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.