ხარისხის სამსახურის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი “ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ფორუმი 2023”-ს დაესწრო

23-25 ნოემბერს სოფიო ხუნდაძე, ევროპის უნივერსიტეტის ვიცერექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით, პორტუგალიის ქალაქ ავეიროშიხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ფორუმი 2023”- დაესწრო.

ფორუმს, რომელიც ინტერნაციონალიზაციას ცვალებად სამყაროში, ხარისხის უზრუნველყოფის ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს ეხებოდა, ავეიროს უნივერსიტეტმა უმასპინძლა

2023 წელს ფორუმმა ერთ სივრცეში  გააერთიანა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ხარისხის განვითარების მიმართულებითსტუდენტებიმკვლევრები და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენლები

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ევროპული პოლიტიკა და ტენდენციები, კვლევები და პრაქტიკული მაგალითები ფორუმის თემასთან დაკავშირებით, მიმდინარე მოვლენები ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.

ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ფორუმიწარმოადგენს პლატფორმას დისკუსიისთვის, სივრცეს პროფესიული განვითარებისთვის და მსოფლიოს მასშტაბით დარგის წამყვან პირებთან გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *