პულმან თბილისი აქსის თაუერში, ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ორგანიზებით, პროკრედიტ ბანკ საქართველოს პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2023“ გაიმართა, რომელშიც “ევროპის უნივერსიტეტმა” მიიღო მონაწილეობა.
ფორუმს 300-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის ევროპის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ჯონ ბრეკეველდტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორული ბიზნესის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმი მისასალმებელი სიტყვით EIB-ის გლობალური რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაკეი ცურამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გახსნეს.
ფორუმს ესწრებოდა “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი, სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ბაქრაძე. სპეციალური სივრცე დაეთმო B2B შეხვედრებს, სადაც “ევროპის უნივერსიტეტმა” ფორუმის მონაწილეებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
ასევე, პარალელურად მოეწყო წარმატებული ევროპული კომპანიების პროდუქციის გამოფენა, სადაც “ევროპის უნივერსიტეტი”, როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, იყო წარმოდგენილი.