“ერაზმუს+” საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის შედეგად, 4 აკადემიური და 9 ადმინისტრაციული გამარჯვებული პერსონალი გამოვლინდა.
აკადემიური მობილობის ფარგლებში, პროფესორი ნინო თებიძე უტენას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (უტენა, ლიეტუვა) ეწვევა, ასოცირებული პროფესორი სოფიო ხუნდაძე – მალაგას უნივერსიტეტს (მალაგა, ესპანეთი); ასოცირებული პროფესორი ნინო თოთაძე და ასისტენტ პროფესორი მარიკა ზურმუხტაშვილი ნიშის უნივერსიტეტში (ნიში, სერბეთი) გაემგზავრებიან სამუშაო ვიზიტით.
საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ იქნენ შემდეგი კანდიდატები: ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი თამარ გელაშვილი, იურიდიული სამსახურის სპეციალისტი თამარ ციხიშვილი, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი მაგდა ბერიკაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო პატარაია (ლატვიის კულტურისა და ეკონომიკის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია); სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ჭყოიძე (დაუგავპილსის უნივერსიტეტი, ლატვია); უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახურის უფროსი ლაშა ჩახვაძე (მედიმურჯეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ჩაკოვიჯეში, ხორვატია); მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ლაშა დოლიძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა (ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტი, თურქეთი); სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი მუნჯიშვილი (ვისტულას უნივერსიტეტი, ვარშავა, პოლონეთი)
აღსანიშნავია, რომ “ერაზმუს+” საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობა უცხოურ უნივერსიტეტებში სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას და უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა უწყობს ხელს.