სხვა სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” პროექტი “კლინიკური უნარების სწავლება მედიცინაში“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

“ევროპის უნივერსიტეტის“ პროექტი „კლინიკური უნარების სწავლება მედიცინაში“  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ გამარჯვებულია.

პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი ნათია ჯოჯუა, კოორდინატორი – პროფესორი თინათინ გოგნაძე, პროექტში ჩართული პერსონალი, პროფესორი ლარისა მელია და ლაშა დოლიძე.

პროექტი მიზნად ისახავს უახლეს ინფორმაციაზე  და საერთაშორისო მიდგომებზე დაყრდნობით ქართულენოვანი სახელმძღვანელოს მომზადებას კლინიკური უნარების სწავლების მიმართულებით, როaმელსაც აქტიური გამოყენება ექნება დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *