“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 20 ქართველი სტუდენტი ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში პრაქტიკებს გაივლის.
დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტები სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მიემგზავრებიან.
სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით “სიმულაციური მედიცინა და სცენარზე დაფუძნებული სწავლება გადაუდებელი მდგომარეობისას“ გაივლიან სტაჟირებას.
პროგრამის ფარგლებში ისინი შეისწავლიან: გადაუდებელი მდგომარეობების მართვას, ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პირობების დროს; სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას გადაუდებელი მდგომარეობის მართვის დროს; სცენარზე დაფუძნებული სიმულაციური ამოცანებით გადაუდებელი მდგომარეობების მართვას;
აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს ხელს შუწყობს კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში.
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში პრაქტიკის გავლის მიზნით შემდეგი სტუდენტები გაემგზავრებიან:
1. სოფიკო გობეჯიშვილი
2. გულნაზი მაღრაძე
3. ანი სანადირაძე
4. მარიამ ჯოჯუა
5. ანა ენუქიძე
6. ნინო ბორშოიძე
7. ანა ქარდავა
8. დავით მიქელაძე
9. ელენე მაისურაძე
10. გია ბერიძე
11. საბა კალანდია
12. მარიამ აზრუმელაშვილი
13. ელენე გოჩოლეიშვილი
14. გიორგი რომანოვი
15. ნიკო ქაძანაია
16. მარიამ გიორგობიანი
17. გიორგი ტერტერაშვილი
18. სალომე კილასონია
19. ხათუნა დიასამიძე
20. ავთანდილ გობეჯიშვილი