საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი და ვიცე-რექტორი პარიზში “ერაზმუსის” დღეებს დაესწრნენ

9-13 ოქტომბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი და ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით თათია დოლიძე პარიზში, IGS ჯგუფის მოწვევით, “ერაზმუს” დღეებს დაესწრნენ.

“ერაზმუსის” დღეების ფარგლებში ნინო ტალიაშვილს და თათია დოლიძეს ჰქონდათ საშუალება ფრანგი სტუდენტებისთვის არა მხოლოდ “ევროპის უნივერსიტეტი”, არამედ საქართველოს კულტურაც გაეცნოთ. “ევროპის უნივერსიტეტის” შესახებ პრეზენტაციების პარალელურად, “ერაზმუს” დღეებზე წარმოდგენილი იყო ქართული კერძები და შესრულდა ტრადიციული ცეკვები.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო შეხვედრების შედეგად, 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში დაიგეგმა ფრანგი სტუდენტების ჯგუფური სასწავლო ვიზიტი “ევროპის უნივერსიტეტში” საგანმანათლებლო მოდულების გავლის მიზნით, რაც სამომავლოდ ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *