13 ოქტომბერს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, „ევროპის უნივერსიტეტში“ მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა 40-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო.
ტურნირის მეორე ეტაპზე 17 სტუდენტი იასპარეზებს, რომლებიც ერთმანეთს 20 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.