სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი საერთაშორისო სტუდენტებს შეხვდა

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი 12 ოქტომბერს საერთაშორისო სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მომსახურების ცენტრმა სტუდენტებს სტუდენტური კლუბის მნიშვნელობა და რეგისტრაციის პროცედურები გააცნო, ამასთანავე, მათთან ერთად გაიარა სარეგისტრაციო ფორმის შევსების მაგალითებიც.

სტუდენტური კლუბი წარმოადგენს სტუდენტთა გაერთიანებას საერთო ინტერესების გარშემო, რომლის მიზანია უნივერსიტეტში სოციალური, სპორტულ-კულტურული და ინტელექტუალური გარემოს შექმნა. აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს სტუდენტთა საზოგადოების ჩამოყალიბებას, მათ პიროვნულ ზრდასა და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებული სტუდენტური კლუბების არსებობა საუნივერსიტეტო სივრცეში მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია სტუდენტური ინიციატივებისა და აქტივობების წახალისებისათვის, მათი პიროვნული, პროფესიული, ინტერპერსონალური და სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *