საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტი” ევროპის სამეცნიერო ღონისძიებათა ასოციაციის ინსტიტუციური წევრი გახდა

“ევროპის უნივერსიტეტი” საქართველოს მასშტაბით პირველი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის სამეცნიერო ღონისძიებათა ასოციაციის (EUSEA) ინსტიტუციური წევრი გახდა.

EUSEA წარმოადგენს კვლევის, ინოვაციებისა და განათლების სფეროში მოღვაწე ინდივიდუალური ექსპერტებისა და ორგანიზაციების სწრაფად მზარდ ქსელს, რომლის მთავარი მიზანი ცოდნის შექმნის სასიცოცხლო ციკლში საზოგადოებრივ აქტორთა ჩართულობის ხელშეწყობაა.

ევროპის სამეცნიერო ღონისძიებათა ასოციაცია უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი ხიდია მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის. EUSEA მეცნიერებას ფართო გაგებით განმარტავს და ქმნის არაერთ პლატფორმას, რომელთა საშუალებითაც მკვლევრები, პოლიტიკის შემქმნელები და ინოვატორები ერთმანეთს ცოდნასა და საინტერესო პრაქტიკებს უზიარებენ.

ასოციაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს: https://eusea.info/about/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *